ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, ქვაბღაში-3, ჭაჭიეთში- 2, ერკეთში-2, ჯვარცხმაში – 2, დაბაში-2, ზომლეთში, ვანზომლეთში, დაბლაციხეში, ბუკისციხეში, ზოტში, ბასილეთში, შუა სურებში, გუთურში, ბურნათში, ჩხაკაურაში ინფიცირების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ მონაცემებში შედის იმ ადამიანების ტესტების პასუხებიც, რომლებიც ჩოხატაურში რეგისტრირებულები არ არიან, მაგრამ კოვიდზე ტესტი აქ ჩაიტარეს.
მონაცემების მიხედვით, ინფიცირება დაუდასტურდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის, ქაქუთის და ასევე ქობულეთში რეგისტრირებულ პირებს.