“მაია სანდუს ისტორიული გამარჯვება მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში“ – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაია სანდუს გამარჯვებას.
“მაია არის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და წესიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ ყველა გრძელ პოლიტიკურ საქმიანობაში.“ – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
ის თვლის, რომ მოლდოველები სწრაფი განვითარებისა და ძლიერი ევროპული მომავლის გზაზე დგანან.
“ვლადიმერ პუტინისთვის უდიდესი დამარცხებაა და ყველას იმედი გვაქვს, საქართველოს ჩათვლით, სადაც საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ძლიერად მოიპარეს.“ – წერს მიხეილ სააკშვილი ფეისბუქზე.