ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გასულ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში დასტურდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 427 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 254 ადამიანი გამოჯანმრთელლდა, 2 კი გარდაიცვალა.