სამტრედიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 39 შემთხვევაა დადასტურებული.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სულ 899 დადებითი შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 532 პირი თვითიზოლაციაში რჩება, 52 კოვიდკლინიკებში მკურნალობს. სამწუხაროდ, 6 გარდაცვალების ფაქტია, _ ეს ინფორმაცია დღეს ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.