“ძალიან ლამაზი, სიმბოლური და ყველაფრის მთქმელი აქცია-პერფომანსი გავმართეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხის უდრეკი სურვილია დემოკრატიის დამყარება ქვეყანაში, რაშიც ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება”, _ ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციაზე.
გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიები ვავრცელებთ წერილს, სადაც საუბარია ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ინვესტიციების დაცვაზე ანაკლიის პორტის დაცვით და რაც მთავარია, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ კოლაფსში და ამას სჭირდება შველა და ჩვენ ამერიკელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა გვჭირდება სწორედ ამაში”, – განაცხადა ვაშაძემ.