ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღვინო და წონის დაკარგვა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. წითელი ღვინო შეიცავს ინგრედიენტს, რეზვერატროლს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაწვას.
კვლევის თანახმად, წონაში დასაკლებად განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ღვინის მირთმევა გვიან ღამით, დაძინებამდე. თუმცა სანამ თავთან ერთ ბოთლ წითელ ღვინოს დაიდგამთ, არ იჩქაროთ – სპეციალისტები როგორც წესი, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებას არ გვირჩევენ, ვინაიდან შეიძლება მან სარგებელთან ერთად, ზიანიც მოგვიტანოს.
როგორც მკვლევარები წერენ, მსგავსი, ან კიდევ უფრო კარგი ეფექტის მიღება წონაში დაკლების თვალსაზრისით შეგვიძლია ყურძნის მირთმევის შედეგად.
ყურძენიც შეიცავს რეზვერატროლს, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმების დაწვას, ამასთან ღვინისგან განსხვავებით, ყურძენი საზიანო არ არის ორგანიზმისთვის.