კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ საქმიანობაში ამხელს? _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე საუბრობს.
ჭიჭინაძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
“სხვა არანაირი ახსნა არ აქვს კობახიძის მორიგ „სიბრძნეს“, როდესაც აცხადებს, რომ თურმე სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, იმ ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვდა, ვინც თურმე რუსულ საქმეს ემსახურება.
მისი ლოგიკით, ივანიშვილი რუსულ საქმეს ემსახურება, რადგან ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და პომპეო მას არ შეხვედრია”, _ აცხადებს ჭიჭინაძე.