ლანჩხუთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გვიმბალაურში მოხდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გადაცვლილი ასაკოვანი პაციენტია.
“გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცია. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სახლში იყო 5 დღის გამოწერილი. მაგრამ რადგან კოვიდინფიცირებული იყო, მაინც ვათვლით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაში. ბევრი თანმდევი დაავადებები ჰქონდა“,_ გვითხრეს ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრში.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 462 შემთხევაა სულ დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 283 ადამიანი.