გურიაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ „რეგიონალურ კვირასთან“ საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა.
“გურიაში მთლიანად 2036 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მოქმედი 1280-ია და ისინი მკურნალობას გადიან, ნაწილი კოვიდ სასტუმროში, ნაწილი კლინიკებში. დღევანდელი მონაცემებით, გურიაში კოვიდ – 19-ით 14 პირია გარდაცვლილი”, – განაცხადა ნასარაიამ.