ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე,სავადმყოფოში გადაიყვანეს.
Orthodox Times-ის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გამოცემის ინფორმაციით, 82 წლის სასულიერო პირი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის. მას COVID-19 -ის მსუბუქი სიმპტომები აქვს.
როგორც Orthodox Times წერს, მთავარეპისკოპოსს დიაგნოზი, პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკთან შეხვედრის დაწყებამდე როგორც სწრაფი, ისე მოლეკულული ტესტების აღების შედეგად დაუდგინდა.
,,ვიზიარებ ყველას ტანჯვას, ტკივილს და შიშს, რომ ღვთისადმი რწმენით ყველა გადავლახავთ“ – განაცხადა სასულიერო პირმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოროვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.