ვერძი: ჩიკაგო, აშშ, ილინოისის შტატი – ჩიკაგო დიდი ქალაქია ულამაზესი ბუნებით, სადაც ვერძი თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სჭირდებათ, რომ მუდმივად რაღაცით იყონ აღფრთოვანებულები, რომ ცხოვრება ნამდვილ თავგადასავალ ჰგავდეს. სწორედ ასეთ საინტერესო და ამაღელველბელ ცხოვრებას სთავაზობს ჩიკაგო ვერძს და ის თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ამ ქალაქში იგრძნობს.
კურო: უესტპორტი, აშშ, კონექტიკუტის შტატი – ქალაქში ბევრი პარკი და ლამაზი ადგილია. კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიკა, სილამაზე და საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას პირველ რიგში ამას აქცევს ყურადღებას. კუროსთვის ასევე მნიშვნელოვანი სიმდიდრე, ფუფუნება და დიდი შემოსავალი და უესტპორტი მას თავისი სურვილების ასრულების შესაძლებლობას მისცემს.
ტყუპები: ლონდონი, ინგლისი – ეს საუკეთესო ადგილია ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცოდნის გასაღრმავებლად და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ისტორიული ქალაქი სავსეა მუზეუმებით, გალერეებით. უამრავი ადგილია ლონდონში, სადაც ის თავს ბედნიერად იგრძნობს. ტყუპებისთვის სწავლა, ახლის შეცნობა ყველაზე მთავარია და ლონდონი მას სრულყოფილი განათლების მისაღებად ყველა პირობას სთავაზობს.
კირჩხიბი: ჩარლსტონი, აშშ, სამხრეთ კაროლინა – ჩარლსტონში ცხოვრება შედარებით იაფია და ამავდროულად, ის საუკეთესო ქალაქია ოჯახური ცხოვრებისთვის. კირჩხიბებს უყვართ ოჯახური ცხოვრება, სახლი. თუ კირჩხიბი ამ ქალაქში იცხოვრებს, ის შეძლებს საკმაოდ სოლიდური დანაზოგის გაკეთებას. ჩარლსტონში ის იგრძნობს როგორც ემოციურ, ასევე ფინანსურ უსაფრთხოებას, დაცულობას.
ლომი: იბიცა, ესპანეთი – იმისთვის, რომ ლომმა თავი სრულყოფილად იგრძნოს, იბიცაზე უნდა იცხოვროს. აქ არის ის ყველაფერი, რაზეც ლომი ოცნებობს. ლომს უყვარს გართობა, ელექტრონული მუსიკა, ღამის ცხოვრება, ამავდროულად, მისთვის მნიშვნელოვანია იმ გარემოს ვიზუალური მხარე, სადაც ცხოვრობს. აქ ლომი შეძლებს ბიზნესი და სიამოვნება ერთმანეთთან დააკავშიროს. ასე რომ, ლომებმა დროა ჩემოდანი ჩაალაგოთ და ოცნებების ასასრულებლად იბიცაზე გადაცხოვრდეთ.
ქალწული: სტოკჰოლმი, შვედეთი – ქალწული ყველაზე ბედნიერად თავს მხოლოდ ამ ქალაქში იგრძნობს. მისთვის წესრიგი და სტაბილურობაა მთავარი. სწორედ ასეთ, სტაბილურ ცხოვრებას სთავაზობს მას სტოკჰოლმი. ეს არის ქალაქი, სადაც არ შეგაწუხებთ ხმაური, ქაოსი და სადაც ყველაფერი წესრიგშია.
სასწორი: პრაღა, ჩეხეთი – პრაღა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. სასწორი ჰარმონიას და ბალანსს ეძებს ცხოვრებაში, ის ასევე ეთაყვანება კულტურას, არის კრეატიული. ჰარმონიას ის სწორედ ულამაზეს პრაღაში იპოვნის. აქ ყველაფერია, რაც სასწორს ბედნიერებას მოუტანს – თეატრები, ხელოვნების მუზეუმები და ა.შ.
მორიელი: ტოკიო, იაპონია – ტოკიო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ქალაქია და ის საუკეთესოა მორიელებისთვის. ეს ხმაურიანი ქალაქი ვნებიან მორიელს ყველანაირ შესაძლებლობას სთავაზობს.
მშვილდოსანი: იერუსალიმი, ისრაელი – იერუსალიმი სრულად აკმაყოფილებს თავგადასავლებისა და ფილოსოფიის მოყვარული მშვილდოსნის მოთხოვნებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ მოგზაურობა და განსაკუთრებით მოსწონთ მისტიკური, ამოუხსნელი ადგილები, რომლებიც სულიერებასთან და რელიგიასთანაა დაკავშირებული. ის ბედნიერი იქნება იერუსალიმში ერთი პატარა ოთახიც რომ ჰქონდეს, სამაგიეროდ, ყოველ დღე რაღაც ახალს აღმოაჩენს. ეს ერთადერთი ქალაქია, სადაც მშვილდოსანი არასოდეს მოიწყენს.
თხის რქა: ბერლინი, გერმანია – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის მთავარია მუშაობა, ოჯახი და ტრადიციები, ამიტომაც ყველაზე ბედნიერად თავს ბერლინში იგრძნობს. თხის რქას არ უყვარს ურთიერთობები, მეზობლებთან ახლო კომუნიკაცია, ცოტათი გერმანული ხასიათი აქვს. ამიტომაც, სწორედ ამ ქალაქში იგრძნობს ის თავს ყველაზე ბედნიერად.
მერწყული: ოსტინი, ქალაქი აშშ–ში, ტეხასის შტატში – მერწყული ძალიან მეგობრული და კეთილია. მისთვის ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ბედნიერია, როცა სხვებს ეხმარება. მერწყული არ მიჰყვება ტენდენციებს ის აკეთებს იმას, რაც მოსწონს, რაც თვითონს სიამოვნებს. ის ვერ იქნება ბედნიერი ისეთ ადგილას, სადაც ყველა გარკვეულ წესებს ემორჩილება. სწორედ ასეთ, ცოტათი ქაოსურ და ამავდროულად, მეგობრულ გარემოს სთავაზობს მერწყულს ოსტინი.
თევზები: ზალცბურგი, ავსტრია – ზალცბურგს მოცარტის ქალაქსაც უწოდებენ. ის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია დედამიწაზე, ამიტომაც შესანიშნავი იქნებოდა თევზებისთვის იქ ცხოვრება. თევზები პოზიტიური, რომანტიკული და მგრძნობიარე ადამიანები არიან. განვითარებული აქვთ ინტუიციის გრძნობა. მათ ხიბლავთ თანამედროვე და უძველესი კულტურის შერწყმა, მუსიკა კი, უმნიშვნელოვანს როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში. ამიტომაც, თუ გსურთ თავი ბედნიერად იგრძნოთ, აუცილებლად ზალცბურგში უნდა იცხოვროთ.