ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გადაგზავნილი 59 ტესტიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ზოტში დაფიქსირდა.
„ინფიცირების 28 ახალი შემთხვევიდან 10 ზოტში დადასტურდა, დანარჩენი შემთხვევები კი შემდეგ სოფლებში გამოვლინდა: ჩხაკაურა, ზემო ფარცხმა, ბუკნარი, საჭამიასერი, ვანზომლეთი, გოგოლესუბანი და სამება“.
მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 1 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია დაახლოებით 100.
ინფიცირების აქტიური შემთხვევებიდან მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა.