ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში სულ ინფიცირების 497 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გარდაცვლილია 3 და გამოჯანმრთელებულია 293 ადამიანი.
„რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, უმრავლესობა საშუალო სიმძიმისაა, უფრო რთული პაციენტები კი კლინიკებშია მოთავსებული“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.