კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო (სინატაშვილი) გარდაიცვალა, _ აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქომ უკვე დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს კორონავირუსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მეუფე ლაზარე გარდაიცვალა, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია – 100684 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია – 81783, ხოლო 927 ადამიანი გარდაცვლილია ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2128 ადამიანი რჩება, კოვიდ სასტუმროში მყოფი 3445 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 5976 ადამიანი უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 პაციენტი.