ლანჩხუთში, ქალაქის ტერიტორიაზე, ე.წ. “მეურნეობის ბინებთან” მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა.
მოსახლეობის ინფორმაციით, შემთხვევა საყანე ფართობში მოხდა, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებლიდან სულ რაღაც 100 მეტრითაა დაშორებული.
“ეს ტერიტორია შემოღობილია და საიდან შემოიჭრა მგელი, არავინ იცის. დილით ჩალისთვის ჩამოვედი აქ და არაფერი იყო, მოგვიანებით ასეთი ამბავი დაგვხვდა. მგელია ნაქნარია აგი. გამოყონ ბრიგადა და მოგვეხმარონ ამ მტაცებელის მოშორებაში. აქვე ვცხოვრობთ ჩვენ. ბავშვები დარბიან აქ სათამაშოდ. სანამ უფრო დიდი უბედურება არ მოხდება, მანამდე მოგვაქციონ ყურადღება…” – აცხადებენ ადგილობრივები.