ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი მოსაზრებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ქარელის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
კონკრეტულად საარჩევნო ურნიდან ამოიღეს ბიულეტენები, სადაც შემოხაზულები იყვნენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
“ქარელში ჩაყრილი საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი გამოსაძიებელია. გამოსაკითხი იქნება მაქსიმუმ 200 მოქალაქე, რომლებმაც ხმა მისცეს და დაფიქსირებულები არიან. ანაბეჭდები, დნმ და მისი ჯანი. სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. მავნე აზროვნების ხალხი მომრავლდა“- წერს ამირან სალუქვაძე.