2021 წლის დასაწყისში ევროპაში კოვიდ-19″-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენლმა დევიდ ნაბარომ შვეიცარიის მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
როგორც ნაბარო აცხადებს, ევროპის ქვეყნებმა პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს, მაგრამ ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება.
ჯანმოს წარმომადგენელმა მედიასთან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი დასავლეთ ევროპული ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, კვლავაც გააკონტროლონ ვირუსი ისე, რომ არ გამოიყენონ ისეთი უხეში ზომა, როგორიც არის „ლოქდაუნი“ – მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რისთვისაც, უწევთ მაღალი ფასის გადახდა
„ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში,”_ განაცხადა ნაბარომ.