ვერძი – თუ თქვენი დედიკო ვერძის ზოდიაქოს ნიშნისაა, ის არის ადამიანი, რომელიც გიჟდება თქვენთან ერთად გართობაზე, ნებისმიერ ადგილას წამოგყვებათ და საინტერესო თავგადასავლების გამოცდილებას თქვენ გვერდით მიიღებს. მან იცის თანამედროვე მოდის ტენდენციები და ცდილობს ყველაფერში გაგიგოთ. კონფლიქტი ვერძ დედებთან იმ შვილებს მოსდით, რომლებიც ინტროვერტები არიან, რომლებსაც სახლში ყოფნა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უყვართ.
კურო – თუ თქვენი დედიკო კუროა, ის საოცრად მზრუნველი ადამიანია, რომლისთვისაც ოჯახი უმნიშვნელოვანესია. ამაყობს თავისი შვილებით, ოჯახით, მაგრამ თავისი მზრუნველობით ზოგჯერ აჭარბებს. პანიკაში ვარდება, როცა სახლში არ ხართ ან თუ გვიან ღამემედე დროს მეგობრებთან ერთად ატარებთ. ამ დედებს სურთ, რომ შვილი მუდამ სახლში იყოს და თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს, რაც შვილებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება.
ტყუპები – ეს დედები გიჟდებიან კომუნიკაციაზე, მუდამ ისტორიებს, ამბებს უყვებიან თავიანთ შვილებს, მაგრამ ზოგჯერ შვილები არ არიან ამ ისტორიების მოსმენის განწყობაზე და არ სურთ საუბარი, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება. ტყუპი დედა ვერ იგებს, თუ როგორ შეიძლება ადამიანს საუბარი არ უნდოდეს, ამიტომაც, თუ თქვენ ინტროვერტი ხართ, დედა კი ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისაა, დიდი ალბათობით, ხშირად გაქვთ მასთან კონფლიქტი.
კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დედიკოები ყველაზე მზრუნველები არიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ზედმეტი მოსდით და შვილებს მცირედ თავისუფლებასაც კი არ აძლევენ, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.
ლომი – ეს დედები მუდამ მომართულები არიან შვილების დაცვისკენ და მზად არიან გადაეფარონ მათ ნებისმიერი საფრთხის დროს. იმდენად ეშინია, რომ შვილი რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რომ მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს შორ მანძილზე წასვლაში და სხვადასხვა აქტივობებში, რაც კონფლიქტს იწვევს.
ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნის დედიკოები პერფექციონისტები არიან და შვილისგან მაქსიმუმს ითხოვენ, სურთ, რომ ყველაფერი სრულყოფილად გააკეთონ და როცა შვილს რაიმე ისე არ გამოსდის, როგორი მოლოდინიც დედას ჰქონდა, ეს კონფლიქტის მიზეზი ხდება.
სასწორი – სასწორ დედებს სჯერათ, რომ შვილებს დიდი დოზით უნდა მისცენ თავისუფლება. ისინი ცდილობენ შვილებს არ დაეხმარონ და ამით ასწავლონ თუ როგორ დაძლიონ სირთულეები დამოუკიდებლად. თუმცა ზოგჯერ, ამ კუთხით აჭარბებენ და სასწორების შვილებს ხშირად აქვთ განცდა, რომ დედა მათ გვერდით სათანადო დროს ატარებს. სწორედ ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი.
მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შვილებისგან მკაცრად ითხოვენ დისციპლინის დაცვას. მორიელი დედა ქმნის შვილისთვის გარკვეულ წესებს და მოითხოვს, რომ ამ წესებს დაემორჩილოთ. ხოლო თუ მის მიერ დადგენილ წესებს გადაუხვევთ, რამეს განსხვავებულად ან განსხვავებულს გააკეთებთ, ის ძალიან გაბრაზდება და ყოველივე შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
მშვილდოსანი – ის თავისუფლების მოყვარული დედიკოა, რომელიც უზიარებს შვილს თავის გამოცდილებას. ამ დედებს იშვიათად აქვთ სერიოზული დედა-შვილური საუბრები შვილებთან. მუდამ თავგადასავლების ძიებაზე არიან კონცენტრირებულნი. შვილებს კი დედა სჭირდებათ, რჩევის მიმცემი, ისეთი, რომელიც ხელს კი არ შეუწყობს თავზეხელაღებულ ქმედებებში, არამედ დაამშვიდებს და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მშვილდი დედა ხშირად ბავშვურ ხასიათს იჩენს და შვილს მასთან კონფლიქტი კი არ მოსდის, უბრალოდ, მისი ნდობა აქვს დაკარგული და დასახმარებლად არ მიმართავს.
თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ცივები არიან და ზოგჯერ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იჩენენ შვილების მიმართ. მათ შვილები ხანდახან დედის სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.
მერწყული – დედობა მერწყულისთვის რთულია, რადგანაც არ შეუძლია სხვებზე ზრუნვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მერწყული ცუდი დედაა. ის კრეატიული ქალია და შვილს ეხმარება, რომ განსხვავებულად აღიქვას სამყარო, უვითარებს წარმოსახვის უნარს, მაგრამ ზოგჯერ შვილებისთვის მომაბეზრებელია ის, რომ დედა მუდამ ოცნებებში დაფრინავს და არაეალური ფიქრები აქვს, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.
თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნის დედიკოები ძალიან თბილები და მოსიყვარულეები არიან. ის ნებას მოგცემთ გააკეთოთ ის, რაც გსურთ, მაგრამ არასოდეს მოგცემთ ზედმეტ ფულს და მკაცრად განგისაზღვრავთ ბიუჯეტს. ამას იმისთვის აკეთებს, რომ ფულის ყადრი ისწავლოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყოველივე კონფლიქტის მიზეზი ხდება.