ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გოგონათა საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთი NIKE-ს უახლესი ფირმის პროდუქციით შეიმოსება, _ ამის შესახებ ინფორმაცია adjarasport.com ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი NIKE-ის ფირმის პროდუქციით შეიმოსება. ამ დიდი საქმის უკან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დგას, რომელმაც სრულად უზრუნველყო, გოგონათა გუნდს უახლესი ეკიპირება ჰქონოდა. ლანჩხუთის ფეხბურთელები NIKE-ს ფირმის ახალ მაისურებს, შორტებს, გეტრებს, ქურთუკებსა და ჩანთებს მიიღებენ.