პრემიერმა განმარტა, რა დაუჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი. შესაბამის ციფრებზე გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილები სახელმწიფოსგან კვლავ მიიღებენ დახმარებას.