“უარს ვამბობ ჩემი საკრებულოს წევრის ანაზღაურებაზე, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება“, _ ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ფაცაცაცია მზადაა, მისი კუთვნილი ხელფასი ქველმოქმედებას მოახმაროს.
“მე ვალდებული ვარ ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე.
დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურებაზე, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება.
397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე, _ წერს საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია.