დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დანიშნული, თითქმის, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, განცალკევებით მდგარი, კარგა ხანს ურეკვადა დეპუტატებს, რომ, როგორმე სხდომაზე მოსულიყვნენ.
მალე დეპუტატთა რიგებს შემოემატნენ ლეიბორისტი დავით მამალაძე, „ ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი დეპუტატები, დავით მდინარაძე და დავით ჭაკნელიძე, რის შემდეგაც სხდომა დაიწყო.
_მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა. ვიცი, რომ ზოგი ტესტირებაზე იყო, ზოგიც ავად არის, თუმცა უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, სიფრთხილის დაცვა და ასე მუშაობა. ბიუჯეტი მისაღებია. დიდი მადლობა ყველას, რომ შეძელით მოსვლა, – ასე მიმართა დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს და მათ დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი გააცნო.