ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები 75 წლის განმავლობაში ატარებდნენ კვლევას და ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ბედნიერებისთვის.
თუ ფიქრობთ, რომ ბედნიერებისთვის მთავარი ფულია, სავარაუდოდ ბევრი თანამოაზრე გყავთ, მაგრამ როგორც ფსიქიატრი რობერტ უოლდინგერი ამბობს, თქვენ ცდებით.
რობერტ უოლდინგერი ხელმძღვანელობდა 75 წლიან კვლევას და აკვირდებოდა ადამიანებს სხვადასხვა ასაკში, სწავლობდა მათ ბედნიერებასა და ამ ბედნიერების გამომწვევ მიზეზებს.
მკვლევარის მტკიცებით, ადამიანის ბედნიერების განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი სასიყვარულო ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა ჯანმრთელობას, ფსიქიკურ მდგრადობასა და ბედნიერებას განაპირობებს.
75 წლიანი კვლევის თანახმად, ადამიანის ბედნიერებისთვის მთავარი სიყვარულია.
როდესაც გვერდით გყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც მხარს გიჭერს რთულ პერიოდში, გამშვიდებს, ეს დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზე და ამცირებს ემოციურ ტკივილს.
ამავე კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მარტოხელა ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემები ადრეულ ასაკში უჩნდებათ და შედარებით ადრე კვდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს.