ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“. ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული 2000 კვ.მ.მიწის ფართი, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა.
დეპუტატმა გოჩა კილაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი განიხილეს კომისიაზე და მიზანშეწონილად ცნეს, მისი გადაცემა.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც აქ მივიღეთ ინფორმაცია, საპატრულო პოლიციისთვის მოეწყობა სადგომი, სადაც საჯარიმოდ განკუთვნილ ავტომანქანებს განათავსებენ.