გუშინ დილით “ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა კომპანიამ
“გაცნობებთ, რომ ცენტრალურიგაზსადენის დაზიანების გამო ავარიულად შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მოწოდება დაიწყება 29.11.2020-ში 09:00 საათიდან ეტაპობრივად და სრულად აღდგება 30.11.2020-ში დღის ბოლომდე.
გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ გაზის დანადგარები”, _ ნათქვამია სმს-ს შეტყობინებაში, რომელიც კომპანია Socar Georgiam აბონენტებს წუხელ გამოუგზავნა.
მანამდე “გურია ნიუსი” გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც აღნიშნული სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ კობიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, 28 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის ვერ მოხერხდებოდა.
“მიუხედავად მაქსიმალურის გაკეთებისა, დღეს ვერ შევძლებთ აღდგენას. ნაპოვნია დაზიანების ადგილი, მაგრამ იმდენად მიუვალი ტერიტორიაა, წინ ტრაქტორი მიდის, რომ გზა გაკაფოს და უკან ჩვენი ჯგუფი მიჰყვება. მთელი ღამე მოგვიწევს პროჟექტორის შუქზე მუშაობა, რომ ხვალისთვის მოსახლეობას გაზი ჰქონდეს”, _ გვითხრა კობიძემ გუშინ.