სიდნეიში, ნოემბრის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის დედაქალაქში ღამით მინიმალური ტემპერატურა 25.4 გრადუსი დაფიქსირდა, დღის განმავლობაში კი 40 გრადუსს ელოდებიან.
როგორც ცნობილია, ცეტრალურ ბიზნესის რაიონში, Observatory Hill-ზე ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსს მიაღწია. მსგავსი მაღალი ტემპერატურა აღნიშნულ ადგილას 1967 წელს დაფიქსირდა- 24.8 გრადუსი.
მეხანძრეები ათეულობით ხანძარს ებრძვიან შტატში. შაბათ-კვირის განმავლობაში ტემპერატურამ ქვეყნის სხვა ნაწილებშიც მოიმატა. მათ შორის იყო სამხრეთ ავსტრალიასა და ვიქტორიაში.