ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში ტაქსის მძღოლს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
„გურია ნიუსმა“ სცადა გარკვევა დიდია თუ არა ინფიცირებული მძღოლის საკონტაქტო წრე.
როგორც მერის წარმომადგენელმა ზურა მათითაიშვილმა გვითხრა, ტაქსის მძღოლი კვირაზე მეტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ტაქსის მძღოლი კვირაზე მეტია სახლში იმყოფება. არ მუშაობდა“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
ჩოხატაურში სულ კორონავირუსით ინფიცირების 475 შემთხვევაა დადასტურებული. მუნიციპალიტეტში ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 2 ადამიანი,რომელთაგან 1 ბასილეთის, 1 კი დაბას მცხოვრები იყო.