ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი, მიკი შუმახერი ფორმულა 2-ის 2020 წლის ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და რაც ყველაზე მთავარია კონტრაქტი გააფორმა ფორმულა 1-ის გუნდთან „ჰაასი“, ასე რომ 2021 წელს მას უკვე უმაღლეს დონეზე ვიხილავთ.
მიკი შუმახერს ასევე მოპოვებული აქვს 2018 წლის ფორმულა 3-ის ევროპის ჩემპიონის ტიტული. რაც შეეხება ფორმულა 1-ს, მან ამ სეზონში უკვე გაუსინჯა გემო თანამედროვე ბოლიდებს. აპრილში მონაწილეობა მიიღო რა აბუ დაბის გრანპრის ტესტებში.