გურიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვეები გამოვლინდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გურიაში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 126 შემთხვევა დადასტურდა.
სულ საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 141 392, გარდაცვლილია 1 576 პაციენტი.