ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა.
ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გუშინ კორონავირუსზე 12 პსრ ტესტი ჩატარდა, დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პსრ ტესტის პასუხი დადებითია, რომლებიც დაბას, ჯვარცხმასა და ბუკნარის მაცხოვრებლებს დაუდასტურდათ.
დანარჩენი 10 ინფიცირებიდან კი 9 კლინიკა მედალფაში ჩატარებული ტესტების შედეგად გამოვლინდა, 1 კი მამქოლში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყო.
“მედალფას” დირექტორი, ანტონ ხუნდაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ:
„ტესტი უტარდებათ სიმპტომების მქონე ან არ მქონე პირებს, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ ან ეჭვი აქვთ. კლინიკაში, დღეში მინიმუმ 50 ტესტის ჩატარება შეგვიძლია. მასობრივი გატესტვა დაიწყო იმიტომ, რომ კიდევ უფრო არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება. ამიტომ ხალხი უნდა მოვიდეს ტესტის ჩასატარებლად. ჯერ-ჯერობით აქტივობა დაბალია”.