კვლევის თანახმად, ცხელი ჩაის რეგულარულად მირთმევა ზრდის საყლაპავი მილის სიმსივნის გაჩენის შანსს, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარული მწეველები არიან, ან ხშირად იღებენ ალკოჰოლს.
ჯერ კიდევ 1930 წელს, პროფესორი უილ უოტსონი მიიჩნევდა, რომ რეგულარულად ცხელი ჩაის მიღება აზიანებდა საყლაპავ მილს, წარმოშობდა პრობლემებს და შესაძლებელი იყო სიმსივნის განვითარებაც.
2016 წელს ჩატარებული კვლევებით მკვლევარები საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ იწვევდა, თუ არა ცხელი სასმელები სიმსივნეს და ასეთი სასმელები სიმსივნის გამომწვევ „სავარაუდო მიზეზებად“ დაასახელეს.
თუმცა გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომლებიც რეგულარულად სვამენ ცხელ ჩაის, ამასთანავე არიან მწველები, ან ხშირად იღებენ ალკოჰოლურ სასმელს, საყლაპავ მილზე სიმსივნის გაჩენის 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენები.
კვლევაში ჩართული იყო 456 000 ადამიანი, რომელთა ასაკიც 30-დან 79 წლამდე მერყეობდა. კვლევის მეშვეობით შეისწავლეს ამ ადამიანების ცხოვრების სტილი. განსაკუთრებით კი, ყურადღება გაამახვილეს იმ ჩვევებზე, რომლებსაც სასმელის მიღების დროს ავლენდნენ – შეისწავლეს ცხელ სასმელებს იღებდნენ უფრო ხშირად, გრილს, თუ ცივს.
აღსანიშნავია, რომ ცხელი ჩაის მირთმევა, მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მიღება, სიმსივნის პროვოცირების თვალსაზრისით, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მკვლევარები ამბობენ, რომ თუ მწეველი არ ხართ, ან ალკოჰოლს არ იღებთ, შგიძლიათ თამამად მიირთვათ ცხელი ჩაი საყვარელი არომატით. ამ შემთხვევაში სიმსივნის გაჩენის შანსი არ იზრდება.