პანდემიის გამო გადადებული ტოკიოს ზაფხული ოლიმპიადა 2021 წელს ჩატარდება.
როგორც უკვე ცნობილია, ამ ოლიმპიადაზე სამ ახალ სპორტულ დისციპლინას ვიხილავთ _ იაპონიაში პირველად გათამაშდება მედლები სპორტული ცოცვაში, სკეიტბორდინგში და სერფინგში.
ოლიმპიური კომიტეტის გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადას ბრეიქდენსი დაემატება სპორტის ახალ სახეობად. კომიტეტის შეხედულებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართვას ოლიმპიურ თამაშებში და, ზოგადად, სპორტში.
სპორტის ამ სახეობის დამატების იდეა შეთავაზებული იქნა ორი წლის წინ და მისი „გამოცდა“ 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე (ბუენოს-აირესი) მოხდა. ბევრი ექსპერტის აზრით დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ასევე, 2019 წლის ოლიმპიური პროგრამის კომისიის ანგარიშის თანახმად, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი სერიოზულად არის დაკავებული ბრეიქდენსით.
2024 წლის ოლიმპიადაზე შეჯიბრი ბრეიქდენსში, სპორტულ ცოცვასთან და 3×3-ზე კალათბურთთან ერთად, პარიზის ცენტრში გაიმართება.