ცოტა ხნის წინ, ხობში დადიანის 240 ნომერში მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები. როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, 5-სართულიანი ბინის მეორე სართულზე გაზმა გაჟონა და ძლიერი ხანძარი იყო. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ადგილიდან „გურია ნიუსს“ აცნობეს, ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც მოსახელობის ევაკუაცია გახორციელდა.
როგორც გაირკვა, ბინაში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც დაკვამლიანება და პანიკა გამოიწვია.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციაში აღნიშნული უზუსტობის გამო, მკითხველს ბოდიშს უხდის.