ხანძრის შედეგად, ზუგდიდში სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი, უსახლკაროდ დარჩა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ტერენტი გრანელის ქუჩაზე მცხოვრებ სამუშიების ხის საცხოვრებელ სახლში, გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც სახლი სრულად დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლეს და დაშავებული არავინაა.
“გურია ნიუსი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.
მათი თქმით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
“ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტი. მერია პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ოჯახს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასაც შესთავაზებს”,-განმარტავენ მერიაში.
ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტრო გაყვანილობა სახელდება.