თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლოტკინზე დაბინძურებული, სასმელად უვარგისი წყალიმოდის.
ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაწოდეს.
„დაახლოებით ერთი საათია რაც ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის. დავრეკეთ წყალმომარაგების კომპანიაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ GWP-ს ოპერატორს აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია თავიდან არ ჰქონდა. გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, გვითხრეს“,_ ამბობენ მაცხოვრებლები.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, წყლის შეფერილობის შეცვლა წყალმომარაგების ქსელის დაზიანებამ გამოიწვია.
GWP-ში ამბობენ, რომ მოსახლეობამ წყლის ონკანი ცოტა ხნით ღია მდგომარეობაში უნდა დატოვონ, რის შედეგადაც წყალი გაიწმინდება და სასმელად ვარგისი გახდება.