“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია “გურია ნიუსთან” გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაცმოძრაობის“ დატოვების ფაქტს ეხმაურება.
ცხვიტარიას თქმით, ვაშაძის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს.
„როცა ადამიანი პარტიას ტოვებს, მისაღები როგორ უნდა იყოს. თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა, ბევრი მოსულა. „ნაცმოძრაობა“ თავისი იდეის ერთგული რჩება და იმ იდეისთვის იბრძოლებს ბოლომდე. ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის. ეს დიდი დანაკლისი არ იქნება, ალბათ, პარტიისთვის. როცა ადამიანი მიდის, ეს მას დიდი ხნის წინ აქვს გადაწყვეტილი. გადაწყვეტილების მიღება ასე უცებ არ ხდება. ეს არის დიპლომატი ადამიანი და მას არ აქვს ბრძოლის უნარი. მან ვერ გაუძლო ამ ბრძოლას. ჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ეს ქვეყანა არ გადარჩება, _ გვითხრა დარეჯან ცხვიტარიამ.