ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაია ზოიძე სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს კითხა, რამდენად შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალურად დაუცველი სტუნდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებელში გარკვეული თანხით მოხდეს დაფინანსება.
“აქ არ არის სრულ დაფარვაზე საუბარი. ერთჯერადი თანხა, რომ დაწესდეს ან 500 ლარით, ან 400 ლარით. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დახმარება ჭირდება სტუდენტებს“- თქვა მაია ზოიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გია მამაკაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ამ კუთხით აღმასრულებელი ხელისუფლება არ მუშაობს.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენელი პროექტით ხდება 100%იანი გრანტის მფლობელებისთვის ოზურგეთელი სტუდენტების ერთჯერადი თანხის გადაცემა. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება ამ ინიციატივის ასრულება.“ – თქვა გია მამაკაიშვილმა.