საფრანგეთში კორონავირუსის nსაწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, დეკემბრის ბოლო კვირიდან დაიწყოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიან. ქვეყანაში ვაქცინას პირველ ეტაპზე ხანდაზმული ადამიანები მიიღებენ. ამის შესახებ ჟან კასტექსმა ქვეყნის პარლამენტს განუცხადა.
საფრანგეთს ვაქცინის 200 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი. ქვეყნის პრემიერის თქმით, საფრანგეთი „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის 1 160 000 დოზას დეკემბრის ბოლოსთვის, ხოლო დამატებით 667 000 დოზას იანვრის დასაწყისისთვის მიიღებს. საფრანგეთის მოსახლეობისთვის ვაქცინის კიდევ 1.6 მილიონი დოზა თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი.