დმანისელი ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი ათ დღეზე მეტია, ეძებდა, იპოვეს.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
„ჯანმრთელად არის, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ ვიცით“, _ ამბობს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა სუბელიანს ოჯახი 9 დეკემბრიდან ეძებდა. საქმეში ჩართული იყო პოლიციაც.