ოზურგეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსზე 157 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 21 შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 697 შემთხვევაა აქტიური.
ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში მკურნალობას 81 ადამიანი გადის, საკარანტინე სივრცეში 93, ბინაზე კი 523.
სულ დადასტურებულია 2106 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1389 ადამიანი, გარდაცვლილია 20.