ვერძი
ტემპერამენტიან ვერძებს უხდებათ წითელისა და ნარინჯისფერის ყველა ელფერი. თუ ვერ ბედავთ გადაწყვიტოთ ატაროთ ასეთი ფერები, მაშინ ამ ფერებით მელირება მაინც სცადეთ.
კურო
ლავანდას ყველა ელფერი პასტელის გამაში – აი, ის, რაც სჭირდებათ „მიწიერ“ კუროებს.
ტყუპები
ცვალებადი ტყუპებისთვის იდეალურ ვარიანტია ფერადი მელირება.
კირჩხიბი
ჩაატარეთ ექსპერიმენტი „ჭუჭყიანი“ ვარდისფერის ან მუქი ფირუზისფერის ელფერებით.
ლომი
ზურმუხტისფერი ან ღვინისფერი – აი, შენი ფერები. მაგრამ გახსოვდეს, რომ ასე შეღებილი თმა ხარისხიან მოვლას ითხოვს.
ქალწული
გაიკეთე მთელი თმის ტონირება ან გამოიკვეთე ჩოლკა. სხვათაშორის, ეს ელფერი უკეთესობისკენ შეცვლის შენს სტილს.
სასწორი
გაწონასწორებულ სასწორებს ფერადი ისტერიკები არ სჭირდებათ. მაგრამ თუ ასე ძალიან გინდათ ექსპერიმენტების ჩატარება, თმის სიღრმეში დაამატე რამდენიმე მოლურჯო-მომწვანო-მელნისფერი კულული.
მორიელი
ვნებიან მორიელებს – არა ნაკლებ ვნებიანი ფუქსია. ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი ნამდვილად არ დაკარგავს აქტუალობას შემოდგომაზეც.
მშვილდოსანი
მშვილდოსანმა, როგორც ყველაფერი ახალისა და უჩვეულოს რუპორმა, უნდა სცადოს პიქსელური შეღებვა. ის ორიგინალურად გამოიყურება და ხაზს გაუსვამს შენს არასტანდარტულ გემოვნებას.
თხის რქა
თავდაჭერილ თხის რქებს – მშვიდი, მაგრამ ძალიან მოდური და ელეგანტური ფერები ფოლადისფერ ტონებში. არ აგერიოთ ჭაღარაში, რომელიც არ ბზინავს და საერთოდ დიდი ხანია გადავიდა მოდიდან.
მერწყული
ცისფერი – ერთ-ერთი ყველაზე მოდური ჰაირ-ტრენდი – ძალიან მოუხდება მერწყულებს, მათი სტიქია ხომ ჰაერია. ჩაატარეთ ექსპერიმენტი დაწყებული ლურჯი ფერიდან – ნაზ ცისფერამდე.
თევზები
შემოქმედებით თევზებს ძალიან მოუხდებათ ცისარტყელის ყველა ფერი.