ფიჯის კუნძულებს ძლიერმა ციკლონმა გადაუარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხი თავშესაფრისა და სუფთა წყლის გარეშეა დარჩენილი.
მეხუთე კატეგორიის ძლიერმა ქარიშხალმა, რომელიც კუნძულს თავს ხუთშაბათს დაატყდა, ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.
„არაფერი დარჩა“,_ განაცხადა ფიჯის წითელი ჯვრის გენერალურმა დირექტორმა Reuters-თან.