ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1251 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 12, გამოჯანმრთელებულია 868 ადამიანი.