ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 2195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1462 ადამიანი, გარდაცვლილია 21.
ამ დროისთვის აქტიურია 712 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 81 ადამიანი მკურნალობს, 91 პაციენტი საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული, 540 პაციენტი კი ბინაზე გადის მკურნალობას.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 87 ადამიანი რჩება.