,,პარლამენტის წევრი, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვილელების საკანონმდებლო პაკეტში წერია, რომლის ინიციატორები ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილია.
მათი განმარტებით, პროექტი ხელ შეუწყობს პარლამენტის წევრის შორმის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას.
,,რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას. ლოგიკურია, თუ პოარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას ამ თვეში შრომის ანაზღაურებას არ უნდა მიეცეს,“ – აცხადებენ პროექტის ავტორები.
ცნობისთვის, პარლამენტის წევრის ხელფასის დაკავებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგლამენტი გულისხმობს, რომ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის წევრისთვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს.
ასევე კონსტიტუციის და რეგლამენტის მიხედვით თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაშ არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგ სხდომების ნახევარზე მეტს, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.