ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა ბუკნარში, ნაბეღლავში.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევები კლებულობს.
„შაბათს 5 შემთხვევა იყო, კვირას 4 დადასტურდა“,_ ამბობს ნატო ჯიბუტი და აღნიშნავს რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია და დამშვიდების საფუძველი, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლებისა, არ არსებობს.
_ შეიძლება ვითარება ისევ შეიცვალოს და მატების ტენდენცია იყოს. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს ჩვენ,_ გვითხრა ჯიბუტმა.