ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი, ოღონდ ნორმალური რაოდენობით, დაავადებების მკურნალია.
ალკოჰოლის მცირე დოზები ადამიანის ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, ამაგრებს ძვლებს, ხელს უშლის სმენის დაკარგვას და ადამიანს მუშაობაში ეხმარება. ხოლო ყავისა და ალკოჰოლის კოქტეილი არა მარტო სხეულს აჯანსაღებს, არამედ ინსულტგადატანილ ადამიანს მალე გამოჯანმრთელებაშიც ეხმარება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ მცირე დოზის „გრადუსიანი“ სასმელი ართრიტსაც შველის. კონკრეტულად როგორ მოქმედებს, ბრიტანელები ამას ჯერჯერობით ვერ ხსნიან, მაგრამ მისი ეფექტური მოქმედება ართრიტის მკურნალობისას უკვე ეჭვს აღარ იწვევს.
ეს დაავადება მსოფლიოს მოსახლეობის 10 პროცენტს აწუხებს. მისი ნიშნებია სახსრების ტკივილი, რომელიც ადამიანს გადაადგილებაშიც კი ხელს უშლის.
ამ დროისთვის ასეთ პაციენტებს სამკურნალოდ სტეროიდალ ჰორმონებს უნიშნავენ, რომელიც მხოლოდ სიმპტომებს ამსუბუქებს, დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა კი არ შეუძლიათ.
ახლა ბრიტანელი მეცნიერები ალკოჰოლის მცირე დოზების შემცველი პრეპარატის დამზადებით არიან დაკავებულები, რომელიც კლინიკურ შემოწმებას მალე გაივლის.