,,საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებაში „ბარდაგია“ -ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ ჟურნალისტისა და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში “Пограничная ZONA“ განაცხადა.
ბრაიზას თქმით, შიდა პოლიტიკური პროცესის მოსაგვარებლად, დრო უნდა მიეცეთ ამერიკისა და ვეროკავშირის ელჩებს.
,,ამჟამად საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაში დომხალია – ,,ბარდაგია”. გენერალი ჰოჯესი ახსენებდა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაგრამ როცა ასეთი არასტაბილურობაა, არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ეს საქართველოს საწინააღმდეგოდ მეტყველებს.
ახლა ჩვენ უნდა მივცეთ დრო ელჩ დეგნანსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს, რომ წარმატებით გააგრძელონ შუამავლობა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. როცა მე ვაშინგტონში, პოლიტიკურ თანამდებობაზე ვიყავი, ეს ძალიან რთული საქმე იყო. სულ გადაფრენები მქონდა, მიმოსვლა, რათა დაპირისპირებულთა პოზიციები დამეახლოვებინა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დეგნანს დრო სჭირდება. ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ შედეგსაც გამოიღებს“ – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ