ხობის მკვიდრი, 64 წლის მამაკაცი კორონავირუსს ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობის კურსს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა.
სულ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 194 705-მდე, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.