ჩოხატაურში სოფლების ნაწილი ისევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უამინდობის შედეგად მაღალი ძაბვის გადაცემის ხაზებია დაზიანებული და აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა, რომ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ 2 საათში აღუდგება.
„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დაახლოებით 1-ლი საათისთვის აღუდგება“,_ ამბობს მათითაიშვილი.